ქალბატონი მარინა, 70 წლის, პენსიონერი, კახეთის რეგიონიდან

ქალბატონო მარინა, ეთანხმებით თუ არა მო­საზრებას, რომ რეგიონების ხმა საკმარისად არ ის­მის დედაქალაქში?

არ ისმის, არც იციან ჩვენ რა გვიჭირს და რა გვილხინს. მაგათმა რომ იცოდნენ რა ძნელია ვენა­ხის მოვლა, ყურძნის მოსავლის მიღება, აი, ეს ფასი კი არ ექნებოდა. ეს რომ იცოდნენ მაგათმა და გამო­ვიდნენ და ნახონ, რომ ერთ ქალს, რომელსაც მაქვს 455 ლარი პენსია… თუ არა სხვა შემოსავალი, რით ვიარსებო.

თბილისს არ აინტერესებს. ყველა დაკავებული არის თავისი ოჯახით, თავისი შემოსავლით, როგორ დააგროვონ ბანკებში ფულები, როგორ შეიძინონ ოქროები. ჩვენი ჯავრი რომ ჰქონდეთ, სოფლის მო­სახლეობის, თვითონ არ ექნებოდათ თორმეტი, ცა­მეტი და თხუთმეტი ათასი ლარები და ჩვენ კი სამათ­ხოვრო პენსიები.

მთავრობის მათხროვრებად გვაქციეს. რომ მქონ­დეს საშუალება ამ პენსიას არც გამოვიტანდი. ბევ­რჯერ, როცა გამომიტანია, ამ პენსიით სხვებს დავ­ხმარებივარ.

რომ იცოდეს ხალხმა სოციალურად დაუცველების სტატუსი ვის ჰქონდა მიღებული მე მრცხვენია იმ ადა­მიანების… მანქანები აქვთ და საჩვენებელი სახლები და მათ აქვთ და მე რომ ვუხდი ზოგ გაჭირვებულ მე­ზობელს კომუნალურს და მორჩენილ საჭმელს ვაძ­ლევ, იმას არ უნდა ჰქონდეს?!

როგორია რეგიონში, სოფელში ქალებისთვის ყოველდღიური ცხოვრება?

უნივერსიტეტდამთავრებული, ყოფილი პედაგო­გი ქალები ფიზიკურად მუშაოებენ. იძულებულები არიან დღიურად გავიდნენ და ფიზიკურად იმუშაონ. 78 წლის ქალი რომ გავა და ფიზიკურად იმუშავებს, იმიტომ რომ პენსია არ ჰყოფნის, რთულია. მე, მაგა­ლითად, მაქვს ჩემი პატარა ბიზნესი, ვენახები, თუმცა პენსიის რიგში რომ ვდგავარ მრცხვენია, ვიმალები. ასე მგონია, რომ ხელი მაქვს გაწვდილი და ვმათხოვ­რობ.

რით ამაყობთ ყველაზე მეტად თქვენს მშობ­ლიურ მხარეში ­კახეთში?

ვერ ვიამაყებ ვერც ჩემი, ვერც ჩემი მეზობლის მდგომარეობით და ცხოვრებით. დიდი სიდუხჭირეა კახეთში. ერთადერთი, რაც მეამაყება მინდორში რომ გავდივარ და ვხედავ ჩემს ადგილ­მამულებს და მინ­დორ­ველებს… დათოვლილ კავკასიონს, მზის სხივე­ბით რომ არის გაბრჭყვიალებული. მეტი აქ საამაყო არაფერი გვაქვს ჩვენ. მეტი რით ვიამაყებთ? ყურძნის ფასით თუ ღვინის ფასით? ერთი სოფლის კვერცხი და ერთი კილო ყურძენი დღეს არის ერთი ფასის.

უკანასკნელ წლებში რომელ ყველაზე მნიშვნე­ლოვან მოვლენას გაიხსენებდით თქვენი მხარის­თვის, რომელმაც შეცვალა თქვენი ცხოვრება უკეთე­სობისკენ? უარესობისკენ?

ამათი მოსვლის დროს სოფლის მეურნეობის ვაუ­ჩერები რომ დაარიგეს შხამ­ქიმიკატების, სასუქების და ტექნიკის შესაძენად. აი, ეგ იყო და ეგ. იმის მე­ტი არაფერი სასიხარულო მე არ მახსოვს. უარესო­ბისკენ შეიცვალა ის, რომ ცხოვრება გაგვიძვირეს… გაძვირდა ყველაფერი… გაიარეთ ყოველ ორ ნაბიჯში მართლა „ორი ნაბიჯია“ გახსნილი, მაგრამ ისეთი ფა­სებია, რომ შეხვალ და გამოხვალ. ხალხს თვეობით იმის საშუალებაც რომ არა აქვს ერთი კილო ხორცი შეიძინოს და დანაყრდეს.

რა არის თქვენი რეგიონის (ქალაქის/სოფლის) მთავარი გამოწვევა?

გაზი გვაქვს, დენი გვაქვს. გარე განათება გვაქვს. ინტერნეტი გვაქვს. ამ მხრივ, ნამდვილად არ ვუჩი­ვით.

რას ისურვებდით რომ შეიცვალოს ან/და გამოს­წორდეს თქვენს მხარეში?

ბევრი რაღაცაა გამოსასწორებელი. პირველი – სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყონ ხელი. 40 თეთრი რომ ყურძენი ეღირება?! წელს არასტან­დარტულ დაბალგრადუსიან ყურძენს 40 თეთრად ჩაიბარებენ. აქედანვე გულები გვაქვს გამსკდარი.

თვლით თუ არა, რომ თქვენი მხარის შესახებ მწვავე პრობლემები სათანადოდ შუქდება საინფორ­მაციო საშუალებების მხრიდან?

არა! ძალიან ნაკლებად ინტერესდებიან. აი, რას აშუქებენ იცით? ძირითადად, თუ ვინმემ ვინმე მოკლა ან დააყაჩაღა. ხალხის პრობლემა რაც არის ძირითა­დი ის არ შუქდება.

რომელი საინფორმაციო წყაროდან იღებთ ინ­ ფორმაციას? რომელ საინფორმაცია წყაროს ენდო­ბით?

ტვ პირველი, ფორმულა, რუთავი 2. იშვიათად რა­მე კინოზე თუ გადავრთავ ტვ იმედზე. ასევე ფეისბუ­ქიდან ვეცნობი სიახლეებს.

ემიგრაციაში ათასობით საქართველოს მო­ქალაქეა წასული. როგორი ვითარებაა ამ მხრივ თქვენს რეგიონში? როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი?

ჩემი სოფლიდან დაახლოებით 20 ოჯახის ქალია წასული სამუშაოდ. ერთი პატარა სოფლიდან. აბა რა ქნან? რითი შეინახონ ოჯახები. გაჭირვების გამო.

– თბილისის და სხვა რეგიონების თანამოქალა­ქეებს დამატებით რამეს ხომ არ ეტყოდით, რისი გა­ზიარებაც გსურთ თქვენი რეგიონის სახელით?

გამაგრდით ყველა. დავუდგეთ ერთმანეთს გვერ­დში. რაღაცა ვიმოქმედოთ, თორემ გადავშენდებით ქართველები, ამოვწყდებით შიმშილით. ფასები ისე კატასტროფულად იზრდება… ზეთის ფასმა დაიკლოო და კაპიკი არ აქვს დაკლებული. ამოვიღოთ ხმა!

სტატია აღებულია მოქალაქეების მიერ შექმნილი გაზეთიდან “ხალხის გაზეთი”

ინტერვიუს ავტორია მედეა მეტრეველი