ზოგადი ინფორმაცია
მედია პლატფორმა „საზოგადოება“ (შემდგომში – პლატფორმა) განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას. ჩვენი პლატფორმა მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
პლატფორმამ შეიძლება დაამუშაოს შემდეგი ტიპის მონაცემები:
- მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული ინფორმაცია (მაგ. ელფოსტა, სახელი/გვარი, კომენტარების შინაარსი და სხვა).
- ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც ავტომატურად გროვდება ვებსაიტზე სტუმრობისას (მაგ. IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, ლოგები, ქუქი-ფაილების მეშვეობით მიღებული მონაცემები და სხვა).
მონაცემთა დამუშავების მიზანი
პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ იმ მიზნებისთვის, როგორიცაა:
- მომხმარებელთან კომუნიკაცია,
- პლატფორმის მომსახურების გაუმჯობესება,
- საიტის ანალიტიკა და ტექნიკური უზრუნველყოფა,
- სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.
მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა
პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:
- არსებობს მომხმარებლის თანხმობა,
- მონაცემების გადაცემა აუცილებელია ტექნიკური მომსახურებისთვის (მაგ. ჰოსტინგ-პროვაიდერები, ანალიტიკური სერვისები), შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
მომხმარებლის უფლებები
მომხმარებელს აქვს უფლება:
- მოითხოვოს ინფორმაცია საკუთარი მონაცემების დამუშავების შესახებ,
- მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება ან წაშლა,
- გააპროტესტოს მონაცემების დამუშავება.
ამ უფლების გამოყენება შესაძლებელია პლატფორმის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტით: sazogadoebamtskheta@gmail.com.
ქუქი-ფაილების გამოყენება
ვებსაიტი იყენებს ქუქი-ფაილებს საიტის სრულფასოვნად ფუნქციონირებისა და ანალიტიკის მიზნით. მომხმარებელს შეუძლია დაარეგულიროს ქუქი-ფაილების მიღება საკუთარი ბრაუზერის პარამეტრებიდან.
საიტზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების წესები
ზოგადი პირობები
„საზოგადოება“ საკუთარ ვებსაიტზე აქვეყნებს ორი სახის მასალას:
- ორიგინალი შინაარსი – პლატფორმისთვის ექსკლუზიურად შექმნილი სტატიები.
- გამოყენებული მასალა – სხვა მედია საშუალებებიდან აღებული ინფორმაცია, რაც მოცემულია შესაბამისი წყაროს მითითებით და გამოყენებულია წყაროს წესების დაცვით.
ორიგინალი შინაარსის გამოყენება
ვებსაიტზე გამოქვეყნებული ექსკლუზიური მასალის გამოყენებისას აუცილებელია:
- ციტირების ან სრული ტექსტის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია მიუთითოთ წყარო – მედია პლატფორმა „საზოგადოება“ და დააწეროთ ბმული პირველწყაროზე.
- აკრძალულია მასალის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება პლატფორმის წერილობითი ნებართვის გარეშე.
