გუნდი, რომელიც მუშაობს მედია პლატფორმა “საზოგადოებაზე” და ამავდროულად აქტიურად მონაწილეობს გაზეთის შექმნაში, მთლიანად მოხალისეობრივად, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ერთიანდება საერთო მიზნის გარშემო. თითოეული წევრი თავისი უნარებისა და კომპეტენციების ფარგლებში ცდილობს ინფორმაციის მოძიებას, რედაქტირებას, ვებგვერდზე განთავსებას, ბეჭდური გაზეთის დარიგებას და სხვა საჭირო პროცესებში ჩართულობას.
ინიციატივის მთავარი მიზანია ქვეყნის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობამდე მიიტანოს სანდო, გადამოწმებული და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე დაფუძნებული ინფორმაცია. საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, ჯერ კიდევ სუსტად არის განვითარებული დამოუკიდებელი ადგილობრივი მედია, რაც ხელს უშლის მოქალაქეებს მიიღონ ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
ხშირია შემთხვევები, როდესაც რეგიონებში გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციის ან პროპაგანდის გავლენით ყალიბდება. სწორედ ამის გამო, ჩვენი გუნდის მოტივაციაა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ისეთი მედია გარემოს შექმნა, რომელიც ემსახურება არა პარტიულ ჯგუფებს, არამედ თავად საზოგადოებას.

რედაქტორი

კონტრიბუტორი

კონტრიბუტორი

რედაქტორი

კონტრიბუტორი

კონტრიბუტორი

კონტრიბუტორი

კონტრიბუტორი

კონტრიბუტორი

კონტრიბუტორი
