ტენდერები მცხეთის მუნიციპალიტეტში
მცხეთის მუნიციპალიტეტმა 2025 წლის აპრილში რვა ტენდერი გამოაცხადა. ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული. ტენდერების საერთო ღირებულება 5 680 937 ლარს შეადგენს. გაზეთი “საზოგადოება” ტენდერების ჩამონათვალს გთავაზობთ:
- სოფ. სასხორში, შიდა საუბნო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ( მე -II ეტაპი). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 289 563 ლარია;
- ქ. მცხეთაში, ჯავახიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 306 117 ლარია;
- ქ. მცხეთაში, არმაზის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია (კორპუსების მიმდებარედ). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 26,085 ლარია;
- სოფ. საგურამოში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25 857 ლარია;
- სოფ. ქსოვრისში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 263 351 ლარია;
- სატვირთო ავტომანქანების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 704 787 ლარია;
- სოფ. მუხრანში, საჭიდაო დარბაზის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 333 606 ლარია.
- სოფ. მუხათწყაროში შიდა საუბნო გზის ასფალტ/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები (მაღალმთიანი). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 731 571 ლარია.

