სოფელ მუხრანში ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია, ხელშეკრულების თანახმად, 17 ნოემბრისთვის დასრულდება
სოფელ მუხრანში ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტენდერი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლის 17 მარტს გამოაცხადა, სავარაუდო ბიუჯეტით 1 796 456 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსში სულ ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა – შპს “მარდი” და შპს “სერვისი 2015”. მათგან გამარჯვებული კომპანია გახდა “შპს სერვისი 2015”.
| გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი 21 მაისს გაფორმდა. პროექტის ღირებულებაა 1 722 221.82 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, შპს “სერვისი 2015” ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს 2025 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით. |
ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი, მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შემოწმებას ახორციელებს შპს „მეგამშენი“, რომელიც ადგილზე ამოწმებს ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას და ხარისხს.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაციას ექვემდებარება ცენტრში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადები და ღობეები. კონკრეტული შენობების ნახვა ქვემოთ თანდართულ სიტუაციურ სქემაშია შესაძლებელი.
არქიტექტურული პროექტის დოკუმენტაციის ნახვა შესაძლებელია აქ: https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=1826951&code=1741969853

