E-60 ავტომაგისტრალის ნატახტარი – რუსთავის მიმართულების (თბილისის შემოვლითი გზა) ნატახტარი (წიწამური) – ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა 23-24 სექტემბერს გაიმართება
მიმდინარე წლის 23 და 24 სექტემბერს, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში E-60 ავტომაგისტრალის ნატახტარი – რუსთავის მიმართულების (თბილისის შემოვლითი გზა) ნატახტარი (წიწამური) – ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, შეხვედრები ჩატარდება შემდეგ სოფლებში:
- 2025 წლის 23 სექტემბერი, 10:00 საათი, მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
- 2025 წლის 23 სექტემბერი, 13:00 საათი, დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.
- 2025 წლის 23 სექტემბერი, 16:00 საათი, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბულაჩაურის საბავშვო ბაღის შენობა.
- 2025 წლის 24 სექტემბერი, 11:00 საათი, დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. არაგვისპირის 300 არაგველის სახელობის კრივის დარბაზის (ადმინისტრაციული ერთეულის შენობის პირველი სართული) შენობა.
- 2025 წლის 24 სექტემბერი, 14:00 საათი, დუშეთის მუნიციპალიტეტის, ჟინვალის კულტურის სახლის შენობა.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა მოქალაქეებს შეუძლიათ 2025 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებ-გვერდზე: https://ei.gov.ge/ka/info/ef9f4a39-fd37-4ba6-b58d-9d91a14847ec

