გივი მაჭარაშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონია
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი, 97 წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა.
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, მან ფინალში მაგომედ ყურბანოვი 3-2 დაამარცხა.
გივი მაჭარაშვილი 1997 წლის 17 ივნისს მცხეთაში დაიბადა. ის ამჟამად 17 ოქროს, 9 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

