ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე ასფალტი დაიგება, ბორდიურები მოეწყობა და ტროტუარები მოპირკეთდება
ქალაქ მცხეთაში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, შიდა საუბნო გზის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე დაიგება ასფალტი, მოეწყობა გვერდულები, ბორდიურები და ტროტუარები მოპირკეთდება: “ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება 700 მეტრამდე მონაკვეთზე, მოეწყობა გვერდულები, ბორდიურები და ასფალტით მოპირკეთდება ტროტუარებიც” – წერს მცხეთის მუნიციპალიტეტის პრესცენტრი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 295 021 ლარია. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

