თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, 150 ოჯახს შენობიდან ასახლებენ
თბილისში, სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთის” გვერდით მდებარე შენობიდან დევნილებსა და სოციალურად დაუცველებს ასახლებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე მამუკა ტოროშელიძე ავრცელებს:
“ადგილზე მობილიზებულია აღსრულების ეროვნული ბიურო, საპატრულო ეკიპაჟები და პოლიცია” – აღნიშნავს “საზოგადოებასთან” საუბრისას მამუკა ტოროშელიძე და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

