მცხეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მიერ საზოგადოებრივი ასამბლეა იქმნება

საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს (პოლიტიკური პარტიის წევრისა და პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის გარდა), ასამბლეაში გაწევრიანება შეუძლია.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ასამბლეის საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრა 11 მაისს, სოფელ მუხრანში გაიმართა. 

შეხვედრას მუხრანის, მისაქციელისა და წეროვანის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ. მათ მცხეთის ასამბლეის მიზნებზე, აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა მიმდინარე წლის 8 თებერვალს ოფიციალურად დაფუძნდა. ასამბლეები მუნიციპალიტეტებშიც იქმნება. საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა ამჟამად 22 ინტერეს ჯგუფს, ინტერეს ჯგუფები კი სხვადასხვა პროფესიის, სპეციალობისა თუ ინტერესის 3000-მდე ადამიანს აერთიანებს. 

ასამბლეის მანიფესტის მიხედვით: “საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა არის პლატფორმა, სადაც ქვეყნის მრავალფეროვანი ხმები ერთიანდება – ვიღებთ პასუხისმგებლობას, ვსაუბრობთ, ვგეგმავთ, ვმოქმედებთ, რათა საზოგადოების ხმა რეალურ ძალად გარდაიქმნას, რომელსაც მოაქვს ცვლილებები. გავერთიანდეთ თავისუფალი და დემოკრატიული, ძლიერი და ერთიანი, მშვიდობიანი და სოლიდარული საქართველოსთვის!”

საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს (პოლიტიკური პარტიის წევრისა და პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის გარდა), ასამბლეაში გაწევრიანება შეუძლია. 

ასამბლეაში გაწევრიანება მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთოს ქვეყანაში არსებული კრიზისის მოგვარების პროცესში და თავისი მუნიციპალიტეტის, ქალაქისა თუ სოფლის ინტერესები დაიცვას. 

მცხეთის მუნიციპალურ ასამბლეაში გაწევრიანების მსურველებს შეუძლიათ მოცემული ბმულზე გადასვლა და განაცხადის შევსება: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeZ3HNLmz-h5m-O2-ww3l_dw-6XTQgesIYhY3x9s_alO67-Sg/viewform?usp=dialog

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *