ტენდერები: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოქტომბერ-ნოემბრის თვეში 4 ტენდერი გამოაცხადა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის ოქტომბერ-ნოემბერში 4 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული. ტენდერების საერთო ღირებულება 431 880 ლარს შეადგენს. გაზეთი “საზოგადოება” გთავაზობთ იმ ტენდერების ჩამონათვალს:

  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წინამძღვრიაანთკარში არსებული ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება.შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარია; მომსახურების მიმწოდებელი: შპს მშენგრუპი. შესყიდვის სტატუსი: ხელშეკრულება დადებულია.
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირში, სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები (მე – 2 ეტაპი). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 68 800 ლარია; მომსახურების მიმწოდებელი: შპს “ბრეინს ჯორჯია”. შესყიდვის სტატუსი: მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. 
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წილკანში, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა. (მ/ჩ); შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 67 430 ლარია; მომსახურების მიმწოდებელი პრეტენდენტი: შპს „ველი 09“. შესყიდვის სტატუსი: მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.
  • ქ. მცხეთაში საახალწლო განათების, დეკორაციების სახელმწიფო შესყიდვა (თანმდევი მომსახურებით მონტაჟი-დემონტაჟი). შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 265 650 ლარი. მომსახურების მიმწოდებელი პრეტენდენტი: ………… . შესყიდვის სტატუსი: წინადადებების მიღება დაწყებულია.